“საფარის” იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტის სამართლის ფაკულტეტის მიწვევით სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები და ამგვარი დანაშაულების გამოძების პრაქტიკა. გარდა ამისა, წარადგინა Safe You –  აპლიკაცია, რომელიც ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების დასახმარებლად შეიქმნა. ...

ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია. რწმენა იმისა, რომ ...

ავტორი: შალალა ამირჯანოვა ბევრ ქალს, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს, არ აქვს წვდომა საკუთარი უფლებების დაცვაზეც. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს ეს პრობლემა ორმაგად აწუხებთ. ქართული ენის არცოდნა და საზოგადოებრივი სტიგმა იმ მრავალ პრობლემას შორისაა, რომლელიც აზერბაიჯანელ ქალებს ცხოვრების ხარისხს უქვეითებს. 32 წლის რაისა ამ მრავალ ქალთა შორისაა. იგი სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებისას შემხვდა. სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებზე სიარული ადგილობრივების სურვილი არაა, ისინი ...

საფარის ბენეფიციარმა ინგა კაპანაძემ დღეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა. მას 3 ინსტანცია და მძიმე გზა დასჭირდა იმისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით შვილებთან დაბრუნება მისი ბავშვების საუკეთესო ინტერესში შედიოდა. ინგა კაპანაძის საქმე საფარის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქეისია. მეოთხე წელია, რაც ქმრის ცრუ დასმენის გამო, ახალგაზრდა ქალი სასჯელს ბავშვებზე სისტემატიური ძალადობის მუხლით იხდიდა, ქალთა #5 დაწესებულებაში. სინამდვილეში, ბავშვებზე მისი მეუღლე ძალადობდა, ...

საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის თ. ლ.-ის ინტერესებს. 2019 წლის მარტში, თ. ლ-ს საკუთარმა მეუღლემ, რომელთან დაშორებასაც აპირებდა მრავალწლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენა. საქმეში საფარის ჩართვის მომენტისათვის, მკვლელობის მცდელობის მუხლით დამნაშავის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იყო დამდგარი, მისი შეურაცხადობის მიზეზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იგი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ყოფილ ცოლს სოციალური ქსელის მეშვეობით არასასურველი კომუნიკაციით ინტენსიურად ...

ლაურა ტორნტონი, აშშ-ში მარშალის გერმანული ფონდის დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორი გასულ თვეში, უნგრეთმა და პოლონეთმა წარმატებით მიაღწიეს ტერმინი “გენდერული თანასწორობის” ამოღებას ევროკავშირის პორტუგალიაში მიმდინარე სამიტიდან. მარტში, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან გაიყვანა, რომელიც იურიდიულ ვალდებულებას აკისრებდა ქვეყანას, ებრძოლა ქალთა მიმართ ძალადობასთან და პასუხისგებაში მიეცა ამაში დამნაშავენი. აზერბაიჯანში ხელისუფლებამ ქალთა უფლებადამცველთა წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ააგორა. მსგავსი ისტორია უამრავია, თუმცა ...

მხოლოდ 5 კვირის მანძილზე, შვედეთში ექვსი ქალი მოკლეს. ამ ფაქტებმა ქვეყანაში ოჯახში ძალადობაზე კამათი განაახლა. მკვლელობების მსხვერპლები სამი სხვადასხვა რეგიონიდან და თაობიდან იყვნენ, თუმცა ამ შემთხვევებს მაინც ჰქონდა საერთო: მკვლელი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც მსხვერპლი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა. ორი მკვლელობა დღისით, მზისით მოხდა: ერთ-ერთი ქვეყნის სამხრეთით, პატარა ქალაქში, მეორე კი – ლინჩეპინგის რკინიგზის სადგურზე, დედაქალაქის სამხრეთით, საუნივერსიტეტო ქალაქში. ფლემინგსბერგში, სტოკჰოლმის ...

ავტორი: ანონიმი სულ პირველად რომ იარაღი დამადო შუბლზე, თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ვერ მხედავდა. გუგები ისე ჰქონდა შეცვლილი, მთლიანად თეთრი იყო… ყელზე ხელს მიჭერდა, თან იარაღის ლულას შუბლზე მაჭერდა და ყურთან კბილებიდან მესისინებოდა: “რატომ მიყვარხარ ასე, შენი…”. მახსოვს, მზერა 3 თვის ანაზე გადავიტანე და გავიფიქრე, ალბათ დედაჩემი გაზრდის-მეთქი… მაშინ მისმა ძმაკაცმა შემოგვისწრო და გადამარჩინა. ქეჩოში ჩაავლო ხელი, ეზოში გაათრია და ...

მახაჭყალის საქალაქო სასამართლომ 30 წლის ნინა ცერეტილოვას 3 შვილზე დედობის უფლება ჩამოართვა და მათზე ზრუნვის უფლება მის ყოფილ ქმარს გადასცა იმაზე დაყრდნობით, რომ ქალი “ეწევა მრავალშვილიანი დედისთვის შეუფერებელ ცხოვრებას”. სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ დედას სხეულზე “ტატუირებული გამოსახულებები და წარწერები აქვს”. უფრო მეტიც: ბავშვების აღზრდის უფლება ახლა აქვს კაცს, რომელსაც ბავშვების დედა 9 წლის წინ დაშორდა იმის გამო, რომ მასზე ...

ხვალ, 4 მარტს, ხუთშაბათს, 13.00-ზე, საფარი (აკაკი გახოკიძის ქ. 11ა) გამართავს პრესკონფერენციას, პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის შეგნებულად გაჭიანურების საკითხზე. კავშირი „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნ. და ნ. ს.-ების ინტერესებს. 2016 წლიდან, ბავშვებზე ძალადობდა მამა ნ. ს., თუმცა მან, დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით, ცრუ დასმენით, ბავშვებზე ძალადობაზე მათ დედას უჩივლა, რომელიც ამ ცრუ  ბრალდებებით დღემდე სასჯელს იხდის. მას შემდეგ, ...

არხანგელსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგორ სოკოლოვს ერთი თვის ვადით შინაპატიმრობა მიესაჯა თავისი ყოფილი პარტნიორის მარინა აგაპიტოვას სახლში, რომელმაც კაცი თავისი ბინიდან რამდენიმე წლის წინ ამოწერა, ქონების დაზიანების გამო. შინაპატიმრობის მისჯის წინა დღით, სოკოლოვმა ქალს პოლიციელების თანდასწრებით დაარტყა. სოკოლოვი განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მალე იგი აგაპიტოვას ბინაში დაბრუნების გადაწყვეტილებით ხელში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში, მან ბინაში თანამეინახეები მოიპატიჟა და ქეიფი გამართა. ბინის მეპატრონე ...

საქართველოში უაღრესად პოპულარულმა პერსონამ, არნოლდ შვარცენეგერმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპის ბოლოდროინდელ ქმედებებს აფასებს. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგების იგნორირება, 6 იანვარს კი მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმი შვარცენეგერმა გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წლის “ბროლის ღამეს” (ჩამსხვრეული ვიტრინების ღამე) შეადარა. ვიდეოს თავში, არნოლდი მამის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის ...

საფარის ბენეფიციარის ი. მ-ის მიმართ ჩადენილი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა. ამის შემდგომ, მოძალადემ ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა განაგრძო, რაც გამოიხატებოდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში. აღნიშნული ფაქტების საფუძველზე, ი. მ-მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვა. სწორედ აქედან დაიწყო მთელი რიგი პრობლემები სამართადამცავი ორგანოების მხრიდან: ...

ა. მ.-ზე მეუღლე გამუდმებით ძალადობდა. მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც, მცირეწლოვან შვილთან ერთად, გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ა. მ. არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავს ახლობლები. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. რადგან საქართველოში არ გააჩნდა სოციუმი, რომელიც მხარში ამოუდგებოდა, ქალი სრულიად მარტო აღმოჩნდა მოძალადე მეუღლის პირისპირ. ა.-მ დახმარებისთვის მიმართა საფარს, რადგან სურდა, ...