ოდესა. იტალიური ეზოს მეორე სართულზე 4 წლის გოგონა გაბურძგნულ ფისოს ეთამაშება. ეზოში მილიციის მანქანა შემოდის, ორი მილიციელი გოგონას უახლოვდება და მანქანაში ძალით სვამს. ბავშვი ფართხალებს, კივის, სახლიდან გამოვარდნილი დედა ცდილობს, მანქანას წინ გადაუდგეს და გოგონა ფორმიან კაცებს არ გაატანოს… როგორც შემდეგ გაირკვა, ლუდმილა ვაინშტეინი, რომელიც მოგვიანებით ეკა ტყემალაძე გახდება და საქართველოში იშვილებენ, მილიციის თანამშრომლებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე დედას დააშორეს და ...